ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთმა უკრაინაში მინიმუმ 23 Ka-52 Hokum ვერტმფრენი დაკარგა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დადასტურებული ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა Ka-52 Hokum-ის ტიპის მინიმუმ 23 ვერტმფრენი დაკარგა.
უწყების შეფასებით, ეს რუსეთის საჰაერო ძალების Ka-52 ფლოტის ექსპლუატაციაში მყოფი 90 ვერტმფრენის 25%-ზე მეტს და უკრაინაში რუსეთის ვერტმფრენების დანაკარგების თითქმის ნახევარს წარმოადგენს.
სამინისტრო თვლის, რომ რუსულმა თავდასხმის ვერტმფრენებმა განსაკუთრებული დაზიანება უკრაინული პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან (Manpads) განიცადეს.
„რუსეთი ჯერ კიდევ ვერ ინარჩუნებს ადეკვატურ საჰაერო უპირატესობას, რათა საიმედოდ განახორციელოს ეფექტური საჰაერო მხარდაჭერა ფრონტის ხაზთან და მისი საარტილერიო საბრძოლო მასალა იწურება“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.

























