კახა ოქრიაშვილი ივანიშვილს - საქართველოს რუსეთს ვერ მიუერთებ - მიტაცებული გაქვს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი მალე გადაგაგდებს შენც და შენი „ღალატის პარტიასაც“!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ღალატის პარტიამ“, არჩილ თალაკვაძის მეშვეობით, ახალი მესიჯი შემოგვიგდო საზოგადოებას. ვციტირებ: „არამხოლოდ საქართველოს სჭირდება, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამედ ევროპასაც სჭირდება, რომ ჰყავდეს ისეთი პარტნიორი და წევრი ოჯახში, როგორიც საქართველოა“. მაშინვე გამახსენდა ბატონი გია ხუხაშვილის სიტყვები: „ბიძინა, ვის აშანტაჟებ, „ჭე“ კლასში თამაშობ!“

არ ეშვება ბატონი ივანიშვილი „ჭე“ კლასში თამაშს და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შანტაჟს - ან მე ვიქნები საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ან საქართველოს ტერიტორიას მივუერთებ რუსეთსო. ვერაფერს მიუერთებ - მოსახლეობის 90 %-ს სურს ევროკავშირი და დასავლეთი, მიტაცებული გაქვს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი მალე გაგაპანღურებს შენც და შენი „ღალატის პარტიასაც“!

„ჭე“ კლასის შანტაჟს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა - მათ პირდაპირ დააფიქსირეს, რომ „ოცნების“ პირობებში დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში შეუძლებელია და რომ „ოცნებამ“ „შექმნა უკუსვლა, საქართველოს ხალხის აშკარა, აბსოლუტური მისწრაფებების მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებისა“.

ასე რომ, ქართველებო, ყველაფერი ჩვენს ხელშია. მშვიდობიანად, ყოველგვარი მღელვარების გარეშე გავუშვათ ეს ხელისუფლება საქართველოს ისტორიის ბნელ წარსულში! - აცხადებს ოქრიაშვილი.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს