ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია

უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტის დროს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

კერძოდ, საჰაერო განგაში ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ კორიუკივკაში გერმანიის პრეზიდენტის მედიასთან საუბრის დროს გაისმა. ამის შედეგად, გამოცემის ინფორმაციით, შტაინმაიერს სამოქალაქო მოსახლეობასთან “სპონტანური საუბარი” ბომბსაცავში მოუწია.

დღეს მოგვიანებით, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ცნობისთვის, შტაინმაირი კიევში დღეს დილით მოულოდნელად ჩავიდა. იგი ზელენსკისთან კიევში შეხვედრას წინა ხუთშაბათს გეგმავდა, თუმცა მაშინ ვიზიტი “უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე” გადაიდო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო