ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენი მიზანი არა იმდენად რუსული აქტივების გაყინვაა, რამდენადაც მათი კონფისკაცია

ჩვენი მიზანი არა იმდენად რუსული აქტივების გაყინვაა, რამდენადაც მათი კონფისკაცია. ამის შესახებ ევროკომისიის

პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში გამართულ უკრაინისთვის საერთაშორისო დახმარების დონორთა კონფერენციაზე განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არა იმდენად გაყინვა, რამდენადაც აქტივების კონფისკაციაა, ეს არის ჩვენი ამოცანა. თუმცა, ეს ასე მარტივი არ არის იურიდიული თვალსაზრისით. ჩვენ კანონის უზენაესობას ვიცავთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კანონის უზენაესობას უნდა მივდევდეთ, ამიტომ ჩვენ დიდი სამუშაო გველის, რათა ამ პროცესისთვის უნაკლო საკანონმდებლო საფუძველი შევქმნათ”, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური საექსპერტო ჯგუფი არის შექმნილი.

“მისი მიზანი არა მხოლოდ იმის გარკვევაა სად და რა არის გაყინული, არამედ იმის გაგებაც, რა კანონიერი საფუძვლები არსებობს სახსრების კონფისკაციისთვისა და უკრაინის აღსადგენად გადაგზავნისთვის”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს