მიხაილო პოდოლიაკი - “დიპლომატიური შეთანხმების” ნებისმიერი შეთავაზება ნიშნავს მხოლოდ ერთს: უკრაინა უნდა დანებდეს და მიიღოს რუსეთის ულტიმატუმები

მიხაილო პოდოლიაკი - “დიპლომატიური შეთანხმების” ნებისმიერი შეთავაზება ნიშნავს მხოლოდ ერთს: უკრაინა უნდა დანებდეს და მიიღოს რუსეთის ულტიმატუმები

ნებისმიერი “დიპლომატიური შეთანხმება” უკრაინის თანხმობას ნიშნავს რუსეთის ულტიმატუმებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

პოდოლიაკის თქმით, აღნიშნული პუტინის „ტრიუმფი იქნება“.

პოდოლიაკი მოუწოდებს დასავლეთს, გააგრძელოს დახმარება.

“დიპლომატიური შეთანხმების” ნებისმიერი შეთავაზებები ნიშნავს მხოლოდ ერთს: უკრაინა უნდა დანებდეს და მიიღოს რუსეთის ულტიმატუმები, მაშინ როდესაც აგრესორი პასუხისმგებლობას აირიდებს. ეს მხოლოდ პუტინის ტრიუმფი და საერთაშორისო სამართლის კოლაფსია. რისთვის? უკრაინის კონტრიერიში ეფექტიანად მიმდინარეობს. უბრალოდ დახმარება გააგრძელეთ”, - წერს პოდოლიაკი.