დმიტრო კულება - მთავრობები შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ ბრიტანელი მეგობრების დახმარება უცვლელი იქნება უკრაინის გამარჯვებამდე

დმიტრო კულება - მთავრობები შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ ბრიტანელი მეგობრების დახმარება უცვლელი იქნება უკრაინის გამარჯვებამდე

მთავრობები შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ ჩვენი ბრიტანელი მეგობრების დახმარება უცვლელი იქნება უკრაინის გამარჯვებამდე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

“სატელეფონო საუბარი მქონდა ბრიტანელ კოლეგა ჯეიმს კლევერლისთან, რომელიც ახლა თავიდან დაინიშნა პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის უკვე ახალ მთავრობაში. მთავრობები შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ ჩვენი ბრიტანელი მეგობრების დახმარება უცვლელი იქნება უკრაინის გამარჯვებამდე”, - წერს კულება.

ინფორმაციისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დღეს ოფიციალურად რიში სუნაკი დაინიშნა.