უკრაინის პოლიციამ ომის დანაშაულის ფაქტებზე 39 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ეროვნული პოლიციის გამომძიებლებმა რუსი და ბელარუსი სამხედროების მიერ ომის დანაშაულების ჩადენის ფაქტებზე 39 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, - ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა.

მისი თქმით, დონეცკის ოლქში პოლიცია უზრუნველყოფს სტაბილიზაციის ზომებს და აღადგენს წესრიგსა 43 დეოკუპირებულ დასახლებაში, სადაც 5000-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს მოსახლეობასთან, ხორციელდება რუსი აგრესორებისა და თანამშრომლების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვება.

„მხოლოდ დონეცკის ოლქში, 26 სექტემბრის შემდეგ, გამოვლინდა 212-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც მონაწილეობდნენ ან შეიძლება იყვნენ ჩართული ოკუპანტებთან თანამშრომლობაში, დივერსიულ საქმიანობაში“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, ხარკოვის ოლქში მიმდინარეობს სტაბილიზაციის ღონისძიებები და წესრიგის აღდგენა 227 დასახლებაში.

„აქ 2 000-ზე მეტი ომის დანაშაული დაფიქსირდა. დააკავეს 29 პირი, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ჩართულნი კოლაბორაციონისტულ საქმიანობაში. ასევე ხერსონის ოლქში 88 პუნქტში განხორციელდა სტაბილიზაციის ღონისძიებები, დეოკუპირებული ტერიტორია 2.5 ათასი კვადრატული კილომეტრია. ამ დროისთვის დოკუმენტირებულია 194 ომის დანაშაული“, - განაცხადა ენინმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა