პენტაგონის წარმომადგენელი - ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კრემლის ლიდერის მზადყოფნაზე, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან ე.წ. „ბინძური ბომბი“ უკრაინის ტერიტორიაზე, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

”ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი, რომ რუსეთმა გადაწყვიტა ან აპირებს გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან „ბინძური ბომბი", - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.

„რუსეთს შედეგები როგორც ბირთვული იარაღის, ასევე „ბინძური ბომბის“ გამოყენების შემთხვევაში ექნება“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა