სტეპან გრიგორიანი - დიდი ალბათობით აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი ვაშინგტონში მოეწერება

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტის შედეგების ხედვებზე ერევნიდან ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორს სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში ვიზიტისას მნიშვნელოვანი ინიციატივები გააჟღერა. თქვენ როგორ შეაფასებდით აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტს თბილისში და მის მიერ თბილისშივე გაჟღერებულ ინიციატივებს?

- აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თბილისში გააჟღერა ინიციატივა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, აზერბაიჯან-საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. ამ ფორმატთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ნორმალური ფორმატია, მეტიც, შეიძლება მოვსინჯოთ ამ ფორმატშიც თანამშრომლობა.

არის ფორმატი, რომლის ფარგლებში რუსეთია შუამავალი, არის ფორმატი, რომლის ფარგლებში შუამავალია ევროკავშირი და მისი სახით შარლ მიშელი. პრეზიდენტ ალიევის მიერ ინიციირებულ ფორმატსაც აქვს არსებობის უფლება. რუსეთი და თურქეთი ლობირებენ 3 + 3 ფორმატს. აზერბაიჯან-სომხეთ-საქართველოს ფორმატის საწინააღმდეგოდ არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ გასათვალისწინებელია ბევრი რამაც.

კერძოდ, ისეთი ქვეყანა, როგორც ალიევის დღევანდელი აზერბაიჯანია, რომელიც ანგარიშს არავის უწევს, როცა უნდა საომარ მოქმედებებს იწყებს, როცა უნდა, და რაც უნდა სომხეთზე იმას ამბობს. ამით იმის თქმა მინდა, რომ პრეზიდენტ ალიევის ინიციატივას აზერბაიჯან-სომხეთ-საქართველოს ფორმატში თანამშრომლობის შესახებ არსებობის უფლება აქვს, მაგრამ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს უნდა ჰყავდეთ ძლიერი და გავლენიანი შუამავლები, რომლებსაც აზერბაიჯანის შემაკავებლის როლი ექნებათ.

პრეზიდენტ ალიევის ინიციატივას აზერბაიჯან-სომხეთ-საქართველოს ფორმატში თანამშრომლობის შესახებ არსებობის უფლება აქვს, მაგრამ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს უნდა ჰყავდეთ ძლიერი და გავლენიანი შუამავლები, რომლებსაც აზერბაიჯანის შემაკავებლის როლი ექნებათ

რადგან ასეა, მე ასე ვიტყოდი - აზერბაიჯან-სომხეთ-საქართველოს ფორმატი შეიძლება იყოს დამატებითი ფაქტორი რეგიონში სტაბილურობისათვის. აზერბაიჯანის აგრესიული პოლიტიკის შეკავების ფუნქცია უფრო ძლიერ და გავლენიან ქვეყნებს შეუძლიათ.

გამოცდილებამ გვანახა, როცა პროცესში ძლიერი ევროპელი, ან ამერიკელი პოლიტიკოსები ერევიან, მაშინ აზერბაიჯანი, როგორც მინიმუმ მეზობლის წინააღმდეგ არ ომობს. აზერბაიჯან-სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატი კარგია, მაგრამ კიდევ უფრო კარგი იქნებოდა, თუ ამ პროცესში ჩართულები იქნებოდნენ ევროპელები და ამერიკელები.

აზერბაიჯან-სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატი კარგია, მაგრამ კიდევ უფრო კარგი იქნებოდა, თუ ამ პროცესში ჩართულები იქნებოდნენ ევროპელები და ამერიკელები

- ბევრჯერ ითქვა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები და მინისტრები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელი მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბაქომ და ერევანმა აღიარონ ერთმანეთის სუვერენიტეტი, საზღვრები და ხელი მოაწერონ შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის?

- ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია. საქმე ისაა, რომ არა მარტო აზერბაიჯანი ცდილობს რომ მალე იქნას ხელმოწერილი შეთანხმება, არამედ სხვა ძლიერი მოთამაშეები. სომხეთის ხელისუფლებაც არაა წინააღმდეგი ამგვარ შეთანხმებას მოეწეროს ხელი. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო სომხეთის ხელისუფლებას ბევრი სერიოზულად აკრიტიკებს.

პრობლემა იმაშია, რომ არის დეტალები, რომლებზეც საბოლოოდ მხარეები ვერ თანხმდებიან. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე პრობლემური საკითხია სომხეთის სამხრეთში მდებარე ე.წ. კორიდორის საკითხი. აზერბაიჯანსა და რუსეთს უნდათ რომ კორიდორი იყოს ექსტერიტორიალური, ანუ სომხეთმა ორივე მხარეს სარგებლობისთვის მისცეს კორიდორი ისე, რომ მასზე კონტროლის საშუალება არ ჰქონდეს.

ზანგეზურის კორიდორის საკითხი პრემიერ ფაშინიანისთვის ის „წითელი ხაზია“, რომლის გადაკვეთას ის არ აპირებს... თუ სომხეთის სამხრეთში ე.წ. კორიდორის საკითხზე მხარეები შეთანხმდნენ, ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი ალბათ მალე მოეწერება

რამდენიღაც მე ვიცი, ეს საკითხი პრემიერ ფაშინიანისთვის ის „წითელი ხაზია“, რომლის გადაკვეთას ის არ აპირებს. ამ კორიდორს სომხეთი მიგრიინის რკინიგზას ეძახის, ხოლო აზერბაიჯანული მხარე ზანგეზურის კორიდორს. თუ სომხეთის სამხრეთში ე.წ. კორიდორის საკითხზე მხარეები შეთანხმდნენ, ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი ალბათ მალე მოეწერება.

- რაც შეეხება ყარაბაღის მთიან ნაწილს, რასაც სომხეთი არცახს ეძახის, ამ თემაზე მხარეებს პოზიციები შეჯერებული აქვთ?

- რამდენადაც ვიცი აზერბაიჯანი ითხოვს რომ ყარაბაღის სტატუსი საერთოდ არ იყოს ნახსენები შეთანხმებაში. შეთანხმების პირველ ვერსიაში ყარაბაღი იყოს ნახსენები, შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ უარი თქვა.

დღეისათვის ბაქო ითხოვს, რომ არცახის სტატუსი შემდეგისთვის იყოს გადადებული. რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი კიდეც რომ იქნას გადადებული სომხური მხარე უარს არ იტყვის აზერბაიჯანთან შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე.

დღეისათვის ბაქო ითხოვს, რომ არცახის სტატუსი შემდეგისთვის იყოს გადადებული. რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი კიდეც რომ იქნას გადადებული სომხური მხარე უარს არ იტყვის აზერბაიჯანთან შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი თბილისში მოეწეროს?

- რატომაც არა, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ამერიკელებს უნდათ რომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი ვაშინგტონში მოეწეროს. ასეა იმის გამო, რომ ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკებებში სერიოზული ცვლილებები სწორედ ვაშინგტონის ჩარევის შემდეგ მოხდა.

მიუხედავად იმისა, ითვლება რომ აზერბაიჯანულ-სომხური მოლაპარაკებების პროცესის ინიციატორი ევროპაა, სინამდვილეში ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ამერიკელები

მანამდე შარლ მიშელი იყო მოლაპარაკებების პროცესში ჩართული, მაგრამ რაღაც ეტაპზე მოლაპარაკებებს ახალი იმპულსი შესძინა ამერიკელების ჩართვამ. შემდეგ ეს პროცესი 6 ოქტომბერს პრაღაში ისევ შარლ მიშელისა და საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის მონაწილეობით გაგრძელდა.

მიუხედავად იმისა, ითვლება რომ აზერბაიჯანულ-სომხური მოლაპარაკებების პროცესის ინიციატორი ევროპაა, სინამდვილეში ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ამერიკელები. დიდი ალბათობით აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი ვაშინგტონში მოეწერება.

- თბილისში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ პრეზიდენტ ალიევის საქართველოში ვიზიტისას რაღაც არ თქმულა. ამ თემაზე დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმის.

ცნობილმა რუსმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ამ თემაზე ასეთი აზრი გამოთქვა - მალე ისრაელი დაიწყებს ირანში სამხედრო საწარმოების დაბომბვას, ირანში გამოსვლების ფონზე არაა გამორიცხული ირანის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყოს მოძრაობა აზერბაიჯანის მიმართულებით.

ამ თემაზე თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ როგორია?

- დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს სამხედრო სფეროში აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის თანამშრომლობა. ისრაელს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ აზერბაიჯანის არმია თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. ირანი ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას რეგიონში ისრაელის აქტიურობის გამო. ყველაფერი შესაძლებელია და ამიტომ გამორიცხული არაფერია.

სხვათა შორის, ე.წ. ზანგეზურის კორიდორის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე კატეგორიული წინააღმდეგია ირანი. არც ირანს უნდა დაკარგოს სომხეთთან საზღვარი. ამ თემას სომხეთის გარდა, თეირანიც მტკივნეულად აღიქვამს.

ე.წ. ზანგეზურის კორიდორის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე კატეგორიული წინააღმდეგია ირანი. არც ირანს უნდა დაკარგოს სომხეთთან საზღვარი. ამ თემას სომხეთის გარდა, თეირანიც მტკივნეულად აღიქვამს

ესაა მიზეზი იმისა, რომ ირანი კარგა ხანი ატარებს სამხედრო სწავლებას აზერბაიჯანის საზღვართან. მეტიც, ეს სწავლებები რომ სომხეთ-ირანის საზღვრის აზერბაიჯანისთვის გადაცემის საფრთხეს უკავშირდება, ფაქტია.

- პიანტკოვსკის მოსაზრებები საინტერესო კია, მაგრამ რამდენადაც მახსოვს ირანის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები აზერბაიჯანელების წარმომადგენლებს ირანის ძალოვან სტრუქტურებში საკმაოდ სერიოზული პოზიციები უკავიათ და ძნელი წარმოსადგენია ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელები ბაქოსკენ ილტვოდნენ და იმ მოსახლეობაში პროაზერბაიჯანული ტენდენციები იყოს...

- ირანის უმაღლეს ეშელონებში, მათ შორის უმაღლეს სასულიერო პირებში, ასევე სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურებში მრავლად არიან წარმოდგენილი ჩრდილოეთ ირანელი წარმოშობით აზერბაიჯანელები.

მიჭირს იმაზე საუბარი ეს ხალხი თავის ქვეყნის წინააღმდეგ წავა თუ არა. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ირანის ჩრდილოეთში, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ მათ შორის სეპარატისტული განწყობები არსებობს. რამდენად მასშტაბურია ირანის ჩრდილოეთში პროაზერბაიჯანული განწყობები, ამის დადგენას სერიოზული კვლევა სჭირდება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს