ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ პუტინი მკაფიოდ გააფრთხილეს

ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ პუტინი მკაფიოდ გააფრთხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ რუსეთი გააფრთხილეს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ და უშუალოდ გავაგებინეთ რუსებს, კერძოდ პრეზიდენტ პუტინს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ”, - თქვა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა არ დააკონკრეტა როდის და რა ფორმით შეატყობინეს პუტინს შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც რუსეთს ელის ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში.

ბლინკენმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსული მხარის განცხადებებზე, თითქოს უკრაინა “ბინძური ბომბის” გამოყენებას გეგმავს.

მისი თქმით, ეს “მორიგი გამოგონებაა” და აღნიშნა, რომ წარსულში რუსეთი არაერთხელ მიაწერდა სხვებს ქმედებებს, რომლის განხორციელებასაც თავად გეგმავდა.

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთვის და მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია “უკრაინასთან დარჩენა”.