უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა, ორ საათში, რუსების მიერ გაშვებული ირანული წარმოების 17 “კამიკაძე-დრონი” ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას ირანული წარმოების „კამიკაძე-დრონებით“. 26 ოქტომბრის 22:00 საათიდან 24:00 საათამდე, 2 ათეულზე მეტი Shahed-136-ი გაისროლეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა საჰაერო თავდაცვის საშუალებებითა და ძალებით 17 დრონი გაანადგურეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კიდევ ორი Shahed-136-ი უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებმა გაანადგურა.
„დასავლელი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებულმა იარაღმა საბრძოლო მუშაობის მაღალი ეფექტურობა აჩვენა. მადლობა მოკავშირეებს! გარდა ამისა, „აღმოსავლეთის“ საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა მართვადი რაკეტა Х-59 გაანადგურა“, - აცხადებენ სარდლობაში.