გერმანიამ უკრაინას რეაქტიული სისტემები, ჰაუბიცები და საბრძოლო მასალა გადასცა

გერმანიამ უკრაინას საბრძოლო მასალა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინას გადაეცა ორი ერთეული MARS II ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა საბრძოლო მასალით და 4 ერთეული Panzerhaubitzen 2000 ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი.

გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გადასცა 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები და 40 მმ-იანი ყუმბარმტყორცნის ვაზნები და ორი დრონი.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას და ოთხ ჰაუბიცას გადასცემდა.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება