CNN - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაში იმყოფებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი ოქტომბერში უკრაინაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ცნობით, ვიზიტის დროს უილიამ ბერნსმა დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისთვის მხარდაჭერის შესახებ, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების მუდმივი მხარდაჭერის კუთხით.

CNN-ი განმარტავს, რომ ბერნსის ვიზიტი იმ ფონზე შედგა, როდესაც აშშ შეშფოთებულია უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო. ამასთან, ბერნსი და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები საჯაროდ აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ მტკიცებულებას, მოსკოვი აქტიურად ემზადებოდეს ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს