ირაკლი ქადაგიშვილი - რადგან ივანიშვილის დასანქცირება რომან გოცირიძეს და „ნაცმოძრაობას“ უნდა, ეს რამეს ნიშნავს? თუ კონკრეტიკა, ფაქტი, სამართლებრივი დასაბუთება არ იქნება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის აბუჩად აგდება

მთავარი არგუმენტი უნდა იყოს არა სიტყვების ბრახა-ბრუხი, არამედ ფაქტები - თუ კონკრეტიკა, ფაქტი, სამართლებრივი დასაბუთება არ იქნება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის აბუჩად აგდება,- ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის განცხადებებს, რომ მოლდაველი ოლიგარქებისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილსაც.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ნეგატიური მოვლენები "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის "ჟანგბადია".

"ივანიშვილი რამით არის ღირსი დასანქცირების? რადგან მისი დასანქცირება რომან გოცირიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, ეს რამეს ნიშნავს? მათ ნებისმიერი ქართველის დასანქცირება გაუხარდებათ, ვინც არ უნდა იყოს, რაც უფრო ცუდი რამ მოხდება საქართველოსთვის, ეს არის მათი პოლიტიკის ერთადერთი ჟანგბადი, სხვა რესურსი ქართულ პოლიტიკაში მათ არ გააჩნიათ. მთავარი არგუმენტი რა უნდა იყოს იცით? - არა სიტყვების ბრახა-ბრუხი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, არამედ ფაქტები, სამართლებრივი შეფასებები და არა ის, რომ ასე აწყობთ. თუ კონკრეტიკა, ფაქტი, სამართლებრივი დასაბუთება არ იქნება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის აბუჩად აგდება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ყველამ ხელი უნდა შეიწმინდოს".

"ეს არის იმ არამეგობრული ნაბიჯების გაგრძელება, რასაც უკრაინის ხელისუფლება სამწუხაროდ, ყოველგვარი დასაბუთების, ფაქტის, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებულ მოლდოველ ოლიგარქებს, ვლადიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. მისი თქმით, ოლიგარქებს სანქციები მოლდოვაში გამართულ არჩევნებში ჩარევისა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო დაუწესდათ.

მოლდოველი ოლიგარქებისა და რუსეთის გავლენის სუბიექტებისთვის აშშ- ის მიერ სანქციების დაწესებას "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე გამოეხმაურა. „მატარებელი დაიძრა - ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია რუსეთში, ვინც არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი“,- განაცხადა გოცირიძემ. მისი თქმით, ივანიშვილი დროულად უნდა ჩამოსცილდეს არაფორმალურ მართვას და დეოლიგარქიზაციის კანონი ამ მხრივ, მისთვის კარგი საშუალებაა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა