ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებზე - მათ არ აინტერესებთ დიალოგი, რადგან არ მიიღებენ სასურველ შედეგს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, თუ რატომ არ განიხილავს უკრაინა ამჟამად რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ ისაუბრა youtube-ზე გამოქვეყნებულ Corriere della Sera-ს იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ფაქტობრივად, რუსეთი არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებით, რადგან ის კვლავ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას.

„ჩვენ ვხედავთ შეტყობინებებს ჩვენი დაზვერვისგან, შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და ა.შ. ერთია, როცა ამ ქვეყანაში ვინმე საჯაროდ ამბობს რაღაცას და მეორეა, როცა ვიცით რეალური ვითარება. ჯერ ერთი, მათ არ აინტერესებთ დიალოგი, რადგან არ მიიღებენ სასურველ შედეგს დიალოგიდან. მეორე - არის შედეგი, რომელიც მათ სურთ - ოკუპაცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, დამპყრობლების პირობაა, რომ უკრაინამ აღიაროს ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილად და უარი თქვას დონბასის ნაწილზე.

„მათ კონკრეტულად შემოგვთავაზეს დიალოგის ფორმატი, რომელსაც ჩვენ ვერ მივიღებთ. ისინი ფიქრობენ, კიდევ რა შესთავაზონ უკრაინას, კიდევ რა გაართულონ, რომ მან უარი თქვას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსებს ნამდვილად მოუნდებათ მოლაპარაკება იმ მომენტში, როცა გააცნობიერებენ, რომ მარტო დარჩნენ გეოპოლიტიკურ რუკაზე და ვერ შეძლებენ უკრაინის ოკუპაციას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო