მედია - აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას უგზავნის

პენტაგონი უკრაინას ახალ, 275 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღსა და სხვა დახმარებას უგზავნის, - ამის შესახებ Associated Press-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი ძირითადად მიმართულია უკრაინაში უკვე გაგზავნილი იარაღის სისტემებისთვის ათასობით საბრძოლო მასალის მიწოდებისკენ, მათ შორის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის- HIMARS-თვის, რომელსაც უკრაინა წარმატებით იყენებს რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი ოფიციალურად პარასკევს გამოცხადდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს