უკრაინა თურქეთისგან და გაეროსგან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლაზე რეაქციას ელის

უკრაინა თურქეთისგან და გაეროსგან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლაზე რეაქციას ელის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკოფოროვმა განაცხადა.

“უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან არანაირ “მარცვლეულის შეთანხმებისთვის” ხელი არ მოუწერია. ხელის მომწერები არიან: რუსეთი, თურქეთი და გაერო. ხოლო უკრაინას რუსეთთან არანაირ შეთანხმებებზე არ მოუწერია ხელი, რადგან ესმის, რომ ის თითქმის არასდროს არ ასრულებს მასზე აღებულ ვალდებულებებს. ამიტომ ხელის მომწერებისგან რეაქციას ველით”, - თქვა ნიკიფოროვმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა