აშშ-ის ელჩი - რუსეთი აგრძელებს ბარბაროსულ სარაკეტო დარტყმებს უკრაინელ ხალხზე, რათა ქვეყანა სიცივესა და სიბნელეში დატოვოს

კიევის ოლქის გუბერნატორის, ოლექსი კულებას განცხადებით, რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

„ოლქის მასიური დაბომბვის გამო დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. კიევის ოლქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. სპეციალისტები უკვე მუშაობენ შედეგების აღმოფხვრაზე. ამ დროისთვის არის ერთი მსხვერპლი, ვაზუსტებთ ინფორმაციას. განადგურებულია კერძო შენობებიც. მოვუწოდებ ყველას, ვისაც უშუქობა არ ეხება, გამოიყენონ ელექტროენერგია ეკონომიურად“, - აცხადებს კულება.

უკრაინის ტერიტორიაზე დღეს განხორციელებულ მასიურ სარაკეტო თავდასხმას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკიც ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს ბარბაროსულ სარაკეტო დარტყმებს უკრაინელ ხალხზე, რათა ქვეყანა სიცივესა და სიბნელეში დატოვოს.

„მილიონობით უკრაინელის მსგავსად, ჩვენი გუნდი კიდევ ერთხელ თავშესაფარშია, რადგან რუსეთი აგრძელებს უხეშ და ბარბაროსულ სარაკეტო დარტყმებს უკრაინელ ხალხზე, რათა ქვეყანა სიცივესა და სიბნელეში დატოვოს, როცა ზამთარი გვიახლოვდება“, - წერს ელჩი „ტვიტერში“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა