უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 50-ზე მეტი რუსული რაკეტიდან 44 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ დღეს დილით რუსეთის მიერ გაშვებული ორმოცდაათზე მეტი რაკეტიდან 44 ჩამოაგდო, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები იუწყება.

„31 ოქტომბერს დილით, 07:00 საათზე რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიშის რამდენიმე ტალღა განახორციელეს. 50-ზე მეტი X-101/X-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტა კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან და ვოლგოდონსკის რაიონიდან (როსტოვის ოლქი) გამოისროლეს“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო ძალების ძალებმა და საშუალებებმა 44 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. აქედან, 18 - საჰაერო სარდლობის „ცენტრის“ პასუხისმგებლობის ზონებში, 12 - საჰაერო სარდლობა „სამხრეთის“ პასუხისმგებლობის ზონებში, 9 - საჰაერო სარდლობა „აღმოსავლეთის“, 5 კი - „დასავლეთის“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა