რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინაში 13 ადამიანი დაშავდა

უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და რეგიონებზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 13-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

„ამ დროისთვის გვყავს რუსეთის ფედერაციის მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავებული 13 ადამიანი. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურასთან ერთად დავადგენთ დანაკარგებს და დავაფიქსირებთ იმ დანაშაულებს, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაიდინეს“, - განაცხადა კლიმენკომ.

რუსულმა ძალებმა კიევის ქალაქები დღეს დილით ისევ დაბომბეს. მათი მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები გახდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ოკუპანტებმა უკრაინის 10 რეგიონში 18 ობიექტს დაარტყეს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება