ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ არმიაზე - "მსოფლიოს მეორე არმია“ ოცდამეორეც კი აღარ არის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული არმიის დაბალ ეფექტურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე მას „მსოფლიოს მეორე არმიას“ უწოდებდნენ, ახლა უკვე ოცდამეორეც აღარ არის.

“ჩვენმა საჰაერო ძალებმა დღეს კიდევ ოთხი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს: სამი Ka-52 და ერთი Mi-8 ტიპის. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. მაგრამ უკვე ახლა, ყოველ ათ დარტყმაზე, ტერორისტებს უწევთ მინიმუმ ოთხჯერ მეტი რაკეტის დახარჯვა. რუსეთს კიდევ უფრო უარესი შედეგი აქვს დრონებთან დაკავშირებით, მათ შორის ირანელი თანამზრახველების მიერ მიწოდებულ დრონებთან დაკავშირებით და მსოფლიო ხედავს ამას. ხედავს, რომ„მსოფლიოს ყოფილი მეორე არმია“ თავისი ეფექტურობით ოცდამეორეც კი აღარ არის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის მეორე ასეულში მოხვდეს და ასეც იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს 31 ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო