პოლტავის ოლქში დღეს დილით სამი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მაგრამ საოლქო ცენტრში აფეთქებების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლუნინი იუწყება.
მისი თქმით, ოთხი რუსული დრონი სამოქალაქო ობიექტებს დაეცა.
„ადგილზე მაშველები მუშაობენ და ხანძრის ლოკალიზებას ახდენენ, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა ლუნინმა.