აშშ უკრაინას NASAMS-ის 8 სისტემას გადასცემს

აშშ უკრაინას NASAMS-ის 8 სისტემას გადასცემს

შეერთებული შტატები უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის 8 სისტემას მიაწვდის და ორი მათგანი უკრაინაში უახლოეს მომავალში განთავსდება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა.

”შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა 1400 ერთეული Stinger-ი, ანუ მცირე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ასევე მიაწოდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის საზენიტო სარაკეტო სისტემები. შეერთებულმა შტატებმა ასევე დადო პირობა (უზრუნველყოს) NASAMS-ს 8 სისტემა და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალები. ორი მათგანი უკრაინაში უახლოეს მომავალში განთავსდება და კიდევ ექვსის მიწოდება მოგვიანებით მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანამ NASAMS-თვის საბრძოლო მასალა უკვე გამოყო და შეერთებული შტატები აგრძელებს სხვა მოკავშირეებისა და პარტნიორების წახალისებას, რომ უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალები მიაწოდონ.