უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქის მიმართულებით გასროლილი სამი Kh-59-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 ნოემბერს, დილით, ოდესის ოლქის მიმართულებით გასროლილი სამი Kh-59-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
ინფორმაციას ოდესის საკრებულო, ისევე როგორც, ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრესსპიკერი სერგი ბრაჩუკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხებზე ავრცელებს.
ცნობისთვის, უკრაინის საჰაერო ძალებმა 1-2 ნოემბრის ღამეს უკრაინის მიმართულებით გაშვებული Shahed-136 კამიკაძე 13 დრონიდან 12 ჩამოაგდეს. ირანული წარმოების 6 დრონი დნეპროპეტროვსკის ოლქში განადგურდა, კიდევ 6 კი კიევთან მიახლოებისას.

























