ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს

აშშ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

“ჩვენ თავიდანვე ნათელი გავხადეთ, რომ ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ რუსეთის კომენტარები ღრმა შეშფოთებას იწვევს და ჩვენ ამას სერიოზულად აღვიქვამთ… ჩვენ ამას განსაკუთრებულად ვადევნებთ თვალს და ვერ ვხედავთ იმის ვერანაირ ნიშნებს, რომ რუსეთი ასეთი გამოყენებისთვის ემზადებოდეს”, - თქვა კირბიმ.

კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ მას რამე კონკრეტული კომენტარები არ გააჩნია New York Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხი განიხილება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო