რუსული მედია ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებების შესახებ იუწყება

რუსული მედია ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებების შესახებ იუწყება

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებები გაისმა. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული გამოცემა „რია ნოვოსტი" იუწყება.

ამავდროულად, მისივე ინფორმაციით, უკრაინულმა ჯარმა, სავარაუდოდ, ხერსონის მიმართულებით 18 რაკეტა გაისროლა: „ანტონოვსკის ხიდის მიდამოში HIMARS-ის ექვსი რაკეტა დაეცა“.

„უკრაინის ჯარებმა HIMARS MLRS-დან ხერსონზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, 12 რაკეტა ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვამ, 6 რაკეტა ჩამოვარდა დნეპერზე ანტონოვსკის ხიდის მიდამოში“, - განუცხადა ხერსონის რეგიონის სასწრაფო დახმარების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.