აშშ ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის „მნიშვნელოვანი რაოდენობის“ საარტილერიო ჭურვების ფარულად მიწოდებაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის უკრაინის ომში გამოსაყენებლად მნიშვნელოვანი რაოდენობის საარტილერიო ჭურვების ფარულად მიწოდებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

როგორც ამერიკული მედია წერს, ჩრდილოეთ კორეა ცდილობს გადაიფაროს გადაზიდვები იმით, თითქოს, საბრძოლო მასალა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იგზავნება.

ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეადან ფარული გადაზიდვები, ისევე როგორც თვითმფრინავები და სხვა იარაღი, რომელიც რუსეთმა შეიძინა ირანისგან, კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ მოსკოვის ჩვეულებრივი საარტილერიო არსენალიც კი შემცირდა უკრაინასთან რვათვიანი ბრძოლის განმავლობაში.

„სექტემბერში „ჩრდილოეთ კორეამ“ საჯაროდ უარყო, რომ აპირებდა რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას“, - განაცხადა ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ჯონ კირბიმ CNN-თან საუბარში.

ამასთან, კირბის თქმით, ჩრდილოეთ კორეა მალავს იარაღის გადაზიდვის რეალურ დანიშნულებას.

„თუმცა, ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ „ჩრდილოეთ კორეა“ ფარულად ამარაგებს რუსეთის ომს უკრაინაში მნიშვნელოვანი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებით, იმავდროულად მალავს იარაღის გადაზიდვის რეალურ დანიშნულებას და ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ისინი მიდიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში“, - განაცხადა კირბიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა