გედევან ფოფხაძე - სამმა მოსამართლემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როცა უდანაშაულო ნიკა გვარამია პოლიტიკური შეკვეთით ციხეში გაუშვა, შესაბამისად, ისინი თავად უნდა წავიდნენ ციხეში

მიმაჩნია, რომ ამ სამმა მოსამართლემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, დარბაზში ეს სამი დამნაშავე იყო. სხვა დამნაშავე იქ არავინ იყო, როდესაც უდანაშაულო ადამიანი პოლიტიკური შეკვეთით ციხეში გაუშვა. შესაბამისად, პერსპექტივაში ამ მოსამართლეების ბედი სამართლებრივ საქართველოში, ჩემი აზრით, ძალიან ნათელია, ისინი თვითონ უნდა წავიდნენ ციხეში, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის, მერაბ ჯორბენაძის, დავით მამისეიშვილის და ლავრენტი მაღლაკელიძესთან დაკავშირებით განაცხადა, როდესაც შეაფასა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება.

როგორც გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, გვარამიას საქმესთან მიმართებით ასევე ძალიან აშკარა იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოტივაცია როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ამით ის პრეზიდენტის ინსტიტუტს დააკნინებს. ფოფხაძის თქმით, დღეს, ყველამ იმაზე უნდა იფიქროს, რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება ყველასთვის სარისკო ხდება.

„ასეთ ქვეყანაში განვითარების არანაირი პერსპექტივა არაა. ასეთი ქვეყანა ევროპას და ამერიკას არ სჭირდება, ასეთი ქვეყანა სჭირდება რუსეთს, ბელარუსს და ირანს საპარტნიოროდ. ამათთან შეიძლება საერთო გამონახოს, მაგრამ ევროპა-ამერიკასთან, დემოკრატიულ მსოფლიოსთან ეს ქვეყანა საერთოს ვერ გამონახავს“, -განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას სახით არსებობს პოლიტიკური პატიმარი,რომელიც მხოლოდ იმიტომ ზის ციხეში, რომ ხელისუფლებას სურდა შეესუსტებინა ტელეკომპანია „მთავარი“, როგორც მედია სამსახური. ასევე არ მოსწონდათ ნიკა გვარამიას პოლიტიკური განცხადებები, „რომელსაც შესაძლოა გარკვეული ეპატაჟი თან სდევდა, მაგრამ ამის გამო ადამიანის დაჭერა არ შეიძლება. არ მოგწონს ნიკა გვარამია? გადართე სხვა არხზე. იჭერ? ესე იგი შენ გინდა საქართველოს ირანიზაცია, პუტინიზაცია და ლუკაშენკოზაცია“.

გედევან ფოფხაძე ასევე გამოეხმაურა აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომ „ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა“. ამ კონტექსტში პოლიტიკოსმა ისაუბრა საქართველოს დასავლეთთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთლიანობა, კეთილდღეობა და სახელმწიფოებრივი განვითარება გადის ევროპაზე და ამერიკაზე.

„გაიხსენეთ, ბოლოს როდის წამოწია „ქართულმა ოცნებამ“ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და რაში გამოიხატება მათი პრეტენზია რუსეთისადმი, რომელსაც ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. თუ ამერიკა აფასებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების საკითხს კრიტიკულად იმას თავს უნდა დაესხა და რუსეთს, რომელსაც შენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ხმა არ უნდა გასცე იმიტომ, რომ „აბა, ომი გვინდა?“. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ორი წელი ვიყავი პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარე, პირდაპირ გეუბნებით, „ქართულ ოცნებას“ თავისი პოლიტიკური არსებობის არცერთ ეტაპზე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკა არ ჰქონია. როდესაც შენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი მეორე ხარისხოვნად მიგაჩნია იქ, ამერიკასაც გალანძღავ. ბოლოს როდის თქვეს რამე ტერიტორიულ მთლიანობაზე? როდესაც წერილებს სწერდნენ აშშ-ს ელჩს, ერთი დეპეშა გაეგზავნათ პუტინისთვის, ამერიკის ელჩი აშავებს რაღაცას და პუტინი არ აშავებს?“- განაცხადა ფოფხაძემ და აღნიშნა, რომ „ამ ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობის არანაირი პოლიტიკა არ აქვს“.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს