უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთმა ნიკოლაევში ჩინური კომპანიის მიერ დაქირავებულ ტერმინალს რაკეტები ესროლა

რუსეთმა ნიკოლაევში ჩინური კორპორაციის მიერ დაქირავებულ ტერმინალზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელა, რის შედეგადაც 17 000 ტონა მზესუმზირის ზეთი განადგურდა. „უკრინფორმის“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ Facebook-ზე განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციამ ნიკოლაევის საზღვაო პორტში ჩინური კორპორაციის მიერ დაქირავებულ ტერმინალს რაკეტები ესროლა, რის შედეგადაც განადგურდა 26 მილიონი დოლარის ღირებულების 17 000 ტონა მზესუმზირას ზეთი. ჩინეთის საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ტერმინალი დაბომბვის საფრთხის ქვეშაა", - განაცხადა ნიკოლენკომ.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად ამახვილებს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას რუსეთის მიერ უკრაინაში სოფლის მეურნეობის ტერმინალების მიზანმიმართულ განადგურებაზე, როგორც კრემლის სტრატეგიის ნაწილზე, გლობალური სასურსათო უსაფრთხოების განადგურების მიზნით.

„ჩინური ტერმინალის დაბომბვა ნიკოლაევის პორტში კიდევ ერთხელ ადასტურებს პეკინის მხრიდან ძალისხმევის აქტიურობას, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ ჩინურ მხარეს, მოსთხოვოს მოსკოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, დაიცვას ჩინური საწარმოების საკუთრება“ ,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო