ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთადერთი, რაც ახლა ჩვენს რეგიონში ბინძურია, არის მათი თავები, ვინც,  მოსკოვში სამწუხაროდ, რუსეთის სახელმწიფოზე კონტროლი ხელში ჩაიგდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნა იმის შესახებ, რომ უკრაინაში „ბინძური ბომბის“ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, სრულიად ნათელია, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ორგანიზაციის მისიამ მოინახულა ყველა ის ობიექტი, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებმა ახსენეს, როდესაც თავიანთ ფანტაზიებს უყვებოდნენ ე.წ. ბინძური ბომბის შესახებ. ჩვენ მოვიწვიეთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო შესამოწმებლად, მივეცით მათ მოქმედების სრული თავისუფლება შესაბამის ობიექტებზე და გვაქვს ნათელი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინაში არავის შეუქმნია და არ ქმნის რაიმე „ბინძურ ბომბებს“ და ერთადერთი, რაც ახლა ჩვენს რეგიონში ბინძურია, არის მოსკოვში მათი თავები, ვინც, სამწუხაროდ, რუსეთის სახელმწიფოზე კონტროლი ხელში ჩაიგდეს და ატერორებენ უკრაინასა და მთელ მსოფლიოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ უკრაინაში ბირთვული ობიექტები შეამოწმა და გააცხადა, რომ შემოწმების შედეგად “ბინძური ბომბის” დამზადების ნიშნები არ გამოვლენილა. უკრაინის მთავრობამ ინსპექტორთა ჯგუფების გაგზავნა სააგენტოს მას შემდეგ სთხოვა, რაც რუსეთმა ბრალდებები გამოთქვა სამ ლოკაციაზე მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება