ანალენა ბერბოკი - არ დავუშვებთ, უამრავი ადამიანი შიმშილით ან სიცივით დაიღუპოს ზამთრის თვეებში რუსეთის პრეზიდენტის სასტიკი ტაქტიკის გამო

"დიდი შვიდეულის“ პარტნიორები ახლა ერთად დაიწყებენ უკრაინისთვის ზამთრის დახმარების აღმოჩენას, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გერმანიის ქალაქ მიუნსტერში, "დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ არ დავუშვებთ, უამრავი ადამიანი - მოხუცები, ბავშვები, მოზარდები, ოჯახები - შიმშილით ან სიცივით დაიღუპოს მომავალი ზამთრის თვეებში რუსეთის პრეზიდენტის სასტიკი ტაქტიკის გამო“, - აღნიშნა ბერბოკმა.

მისი თქმით, უკრაინის ელექტრო ქსელის 30%-ზე მეტი, სავარაუდოდ 40%, განადგურდა.

”ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ არ არის შუქი სკოლებში, საავადმყოფოებში, არამედ იმასაც, რომ ელექტროენერგიით მომუშავე წყლის ქარხნებს არ შეუძლიათ წყლის ამოტუმბვა”, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ გერმანიამ 100-ზე მეტი გენერატორი გაგზავნა უკრაინაში ქსელის სტაბილიზაციისთვის და სხვა დახმარების გაგზავნასაც გეგმავს.

ცნობისათვის, “დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიის ქალაქ მიუნსტერში იმ მიზნით შეიკრიბნენ, რომ განეხილათ, როგორ დაეხმარონ უკრაინას ზამთარში მის ელექტრო ქსელზე რუსეთის თავდასხმების ფონზე. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩინეთსა და ირანთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო