ვალერი ზალუჟნი - მოწინააღმდეგემ ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე საომარი მოქმედებების ინტენსივობა სამჯერ გაზარდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსებმა სამჯერ გააძლიერეს საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ზალუჟნიმ ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალთან და ევროპაში აშშ-ის ძალების მეთაურთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.

ზალუჟნის თქმით, რუსები ყოველდღიურად 80-მდე შეტევას ახორციელებენ.

„განვიხილეთ ფრონტზე არსებული მდგომარეობა, რომელიც დაძაბული, მაგრამ კონტროლირებადია. მოწინააღმდეგემ სამჯერ გააძლიერა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე - ყოველდღიურად 80-მდე შეტევა. ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და ოსტატობის წყალობით ვინარჩუნებთ თავდაცვას“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, პარტნიორები აცნობიერებენ უკრაინისთვის რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობას და ამ მიზნით მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებენ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს