გია ცაგარეიშვილი - არ გადაეწყობა ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას რელსებზე ეს ქვეყანა, რაც არ უნდა იარონ ევროკავშირში და აშშ-ში, „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ დარბოდაო"

არ გადაეწყობა ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას რელსებზე ეს ქვეყანა, რაც არ უნდა იარონ ევროკავშირში და აშშ-ში, „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ დარბოდაო", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებას, რომ პოლარიზებული გარემო უნდა შეიქმნას და ოპოზიცია ერთ მხარეს, ერთად დადგეს, რათა "ქართული ოცნება" დაამარცხოს.

დეპუტატმა მათ დაანონსებული ცხელი შემოდგომაც შეახსენა და აღნიშნა, რომ შემოდგომის დასრულებამდე მხოლოდ 26 დღეა დარჩენილი. ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული საქმე არ კეთდება ნიუ-იორკში, ბრიუსელში, ბერლინსა და პარიზში.

"ამ ადამიანს არაფერი გამოუვა, უნდა შარვალჩახდილმა ირბინოს, უნდა სანტიმეტრით ხელში, რაც უნდა ის აკეთოს, რადგან არასწორი ადამიანი და არასწორი პოლიტიკოსია, არასწორად ოპონირებს, არასწორ ნაბიჯებს დგამს, ამიტომ აქედან არაფერი გამოვა! ქვეყანაში არ მეგულება კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების მასა, რომელიც მას ამ ბრძოლაში გაჰყვება და დაამხობს საქართველოს ხელისუფლებას. მის გასაგონად და სხვების გასაგონად ვამბობ, უნდა მივეჩვიოთ, რომ ქვეყანაში არჩევნები იმართება 4 წელში ერთხელ და იქ უნდა მიიღონ მონაწილეობა. როგორც კი ეს ადამიანები მარცხდებიან, გადადიან ყირაზე, ჯაფარიძე და სხვები, დარბიან ევროპაში და იქიდან „ჩალიჩობენ“, რომ როგორმე შეცვალონ პოლიტიკური წესები და დღის წესრიგი. მახსოვს, ეს ადამიანი ვაშაძესთან ერთად ცხელი შემოდგომით გვემუქრებოდა, დღეს არის 4 ნოემბერი და შემოდგომის დასასრულამდე უნდა შევახსენო, რომ 26 კალენდარული დღე დარჩა, დაველოდებით ამ ცხელ შემოდგომას, ასე მწიფდება „ცხელ თავებში ცხელი შემოდგომა“ და შემდეგ ჩამოიშლება ხოლმე... შემდეგ მოდის არჩევნები და ამ არჩევნებს აგებენ, იმიტომ აგებენ, რომ არასწორ და მიუღებელ პოლიტიკურ დღის წესრიგს სთავაზობენ ქვეყანას, არ გადაეწყობა ჯაფარიძე-ვაშაძე- ხოშტარიას რელსებზე ეს ქვეყანა, რაც არ უნდა იარონ ევროკავშირში, აშშ- ში და სხვაგან. იქ არ კეთდება ქართული საქმე, ქართული საქმე კეთდება აქ, ამ ქვეყნის ქალაქებსა და სოფელებში, აქ კეთდება და არა ბრიუსელში, ნიუ-იორკში, ბერლინში, პარიზში, ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, აქ უნდა გაკეთდეს ქართული საქმე, სხვაგან ვერ გაკეთდება და ეს ვერ გაიგეს, „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ დარბოდაო",- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა