მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ხერსონში „კომენდანტის საათი“ გამოაცხადეს

ოკუპანტებმა ხერსონში სადღეღამისო „კომენდანტის საათი“ გამოაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” ადგილობრივ საოკუპაციო ე.წ. “ხელისუფლების” წარმომადგენელზე, კირილ სტრემოუსოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, წინა დღეს სტრემოუსოვმა გამოაცხადა, რომ უახლოეს ერთ-ორ კვირაში საბრძოლო მოქმედებები ამ მიმართულებით შეიძლება გააქტიურდეს.
ასევე, დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გამოაცხადა, რომ არ გამორიცხავს ოკუპანტებმა ხერსონი დატოვონ და დნეპრის სანაპიროზე გადავიდნენ.

























