ნიდერლანდები უკრაინას 120 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 120 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“ეს ყოვლისმომცველი პაკეტი მნიშვნელოვანი სიგნალია რუსეთისთვის. მოკავშირეები გააგრძელებენ რუსეთის აგრესიულ ომთან ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებისთვის ძალისხმევის გაერთიანებას”, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა.

ნიდერლანდები, ჩეხეთთან და აშშ-თან ერთად, ჩეხეთიდან უკრაინას 90 მოდერნიზებულ და გარემონტებულ ტანკს მიაწვდის. ტანკების ნაწილს უკრაინა უკვე შემდეგ თვეში მიღებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნიდერლანდებს, აშშ-ისა და ჩეხეთს უკრაინისთვის დახმარების გასაფართოებლად მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

“მადლობელი ვარ ნიდერლანდების, აშშ-ისა და ჩეხეთის ერთობლივი გადაწყვეტილებისთვის შეიძინონ და უკრაინის შეიარაღებული ძალებს გადასცენ 90 T-72 ტანკი. პირველ 26 აღდგენილ და მოდერნიზებულ ტანკს უკრაინა უკვე მომავალ თვეში მიიღებს. მადლობას ვუხდი პარტნიორებს უკრაინისადმი ურყევი სოლიდარობის დემონსტრირებისთვის”, - წერს კულება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა