უკრაინელებმა ხერსონში რუსების საბრძოლო მასალების 3 საწყობი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, სამხრეთის ფრონტზე, ბერისლავისა და ხერსონის ტერიტორიებზე, რუსული ძალების საბრძოლო მასალების 3 საწყობი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ასევე განადგურებულია 32 ოკუპანტი და მათი საბრძოლო აღჭურვილობა. სარდლობაში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში ქვეყნის სამხრეთით რუსული ძალების დანაკარგებმა შეადგინა : 4 საზენიტო-საარტილერიო დანადგარი, 3 ტანკი და 3 ავტომობილი.

მათივე ცნობით, დაპირისპირების ხაზზე აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება. ოკუპანტების ძალისხმევა მიმართული ოკუპირებულ პოზიციებზე თავდაცვითი ოპერაციების ჩატარებაზე და უკრაინის ქვედანაყოფების წინააღმდეგ სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებზე.

რუსები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით საჰაერო დაზვერვის ჩატარებას ცდილობენ. დღის განმავლობაში მათ ბერისლავში უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე Lancet-3 ტიპის უპილოტო აპარატი გაგზავნეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო