The New York Times - კიევი ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში დედაქალაქის 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციას გეგმავს

The New York Times-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ დედაქალაქის 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო.

როგორც ამერიკული მედიასაშუალება წერს, მუნიციპალური მუშები 1000 თბოთავშესაფარს აწყობენ, რომელიც შესაძლოა გაორმაგდეს.

ინჟინრები კი საჭირო აღჭურვილობის გარეშე, რუსი აგრესორების მიერ დაბომბილი ელექტროსადგურების შეკეთებას ცდილობენ.

„ჩვენ გვესმის, რომ თუ რუსეთი განაგრძობს ასეთ თავდასხმებს, ჩვენ შესაძლოა დავკარგოთ მთელი ჩვენი ელექტროსისტემა“, - განაცხადა კიევის მუნიციპალური მთავრობის უსაფრთხოების დირექტორმა, რომან ტკაჩუკმა.

შეგახსენებთ, რუსეთის ძალების მიერ კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ფართო დაბომბვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% დაზიანებული ან განადგურებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა