კიევის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, უარესისთვის მოემზადონ

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, უარესისთვის მოემზადონ.

მისი თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს იერიშებს უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე, ისინი ელექტროენერგიის, წყლის ან გათბობის უქონლობისთვის უნდა მოემზადონ.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამის თავიდან ასარიდებლად. მაგრამ გულწრფელად, რომ გითხრათ ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქალაქი გათბობის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე დარჩეს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ზოგადად, ჩვენ ყველანი დავიხოცოთ. ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მზად ვართ სხვადასხვა ვითარებისთვის“, - განაცხადა კლიჩკომ.

The New York Times-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ დედაქალაქის 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს