მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი "ენერგეტიკული გენოციდის" ჩადენას ცდილობს

მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი "ენერგეტიკული გენოციდის" ჩადენას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში “ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას ცდილობს.

ამის შესახებ პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინა იდგება.

“მოდით ვიყოთ გულწრფელები: რუსეთის ფედერაცია ცდილობს "ენერგეტიკული გენოციდის" ჩადენას, მაგრამ კიევი და უკრაინა იდგება. მარტივი დაცვის გეგმა: საჰაერო თავდაცვა, ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვა, მოხმარების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო ეფექტურად უმკლავდება გამოწვევებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ გამოსავალზე“, - წერს პოდოლიაკი.