ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები, ირანული რაკეტების გამოყენებით, უკრაინაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადებიან - ირანის რეჟიმი  რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები აგროვებენ ძალას უკრაინის ქალაქებზე ახალი მასიური დარტყმისთვის და ამისთვის მათ ირანული რაკეტები სჭირდება.

„ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმის შესაძლო განმეორებისთვის ძალებისა და საშუალებების კონცენტრირებას ახდენს. პირველ რიგში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის. ამისთვის რუსეთს სჭირდება ირანული რაკეტები”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და ყველამ, ვინც რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, ომის შედეგებზე პასუხი რუსეთთან ერთად უნდა აგოს.

„ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და, შესაბამისად, გაახანგრძლივებს იმ საფრთხეების ზემოქმედებას მსოფლიოსთვის, რომელიც სწორედ რუსეთის ომით არის პროვოცირებული. აგრესორს რომ არა ირანული იარაღის მიწოდება აგრესორისთვის, ახლა უფრო ახლოს ვიქნებოდით მშვიდობასთან და ეს ნიშნავს, რომ უფრო ახლოს ვიქნებოდით სასურსათო კრიზისის სრულ გადაწყვეტასთან, უფრო ახლოს ვიქნებოდით ცხოვრების ხარჯების კრიზისის მოგვარებასთან, ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზაციასთან. ამიტომ, აბსოლუტურად ყველამ, ვინც რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, ამ ომის შედეგებზე პასუხი მასთან ერთად უნდა აგოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა