უკრაინის გენშტაბი - გასული დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა განახორციელეს

გასული დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მოწინააღმდეგის მხრიდან დარტყმა 30 დასახლებულ პუნქტზე ხორციელდებოდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 55-ზე მეტი შეტევა განახორციელა.

„ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, სუმისა და ხერსონის ოლქების 30 დასახლებული პუნქტი მტრულ დარტყმას განიცდიდა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

იმავდროულად, ვითარება ვოლინისა და პოლესეს მიმართულებებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სევერსკის, სლობოჟანსკის, კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუტსკის, ავდეევსკის, ნოვოპავლოვსკის, ზაპოროჟიეს და იუჟნობუგსკის მიმართულებებით მტერი ისროდა სხვადასხვა ტიპის იარაღიდან ისროდა, კერძოდ: ნაღმმტყორცნებიდან, ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიდან და ტანკებიდან.

გარდა ამისა, დამპყრობლებმა აამოქმედეს გამანადგურებელი უპილოტო საფრენი აპარატები. ამავდროულად, აგრძელებენ საჰაერო დაზვერვას, აქტიურად იყენებენ დრონებს, რომლებმაც 20-ზე მეტი ფრენა განახორციელეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა