უკრაინამ NASAMS-ისა და Aspide-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო

NASAMS-ისა და Aspide-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩამოვიდა, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა „ტვიტერზე“ დაწერა და უკრაინის პარტნიორებს მოწოდებული იარაღისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სარაკეტო სისტემები მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას.

„ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს გახდის. გავაგრძელებთ მტრის სამიზნეების ჩამოგდებას, რომლებიც თავს გვესხმიან. მადლობა ჩვენს პარტნიორებს: ნორვეგიას, ესპანეთს და შეერთებულ შტატებს", - წერს რეზნიკოვი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა