დმიტრო კულება 50 ევროპული და ამერიკული კომპანიის დასახელებას აქვეყნებს, რომელიც რუსეთში მუშაობს და "უკრაინელების გენოციდს აფინანსებს"

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ის კომპანიები, რომლებიც რუსეთში მუშაობენ, პირდაპირ აფინანსებენ რუსეთის ომის დანაშაულებს და უკრაინელების გენოციდს.

„საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ, პირდაპირ აფინანსებენ რუსეთის ომის დანაშაულებს და უკრაინელების გენოციდს. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მათი მომხმარებლებისა და პარტნიორების მიმართ, გამოუცხადონ ბოიკოტი ამ ბრენდებს, ვიდრე ისინი არ შეწყვეტენ სისხლით მოგების მიღებას და არ დატოვებენ რუსეთს“, - წერს კულება „ტვიტერზე“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი 50 ევროპული და ამერიკული კომპანიის დასახელებას აქვეყნებს, რომლებიც ამ დრომდე განაგრძობენ რუსეთში მუშაობას. ამ კომპანიებს შორისაა : Novartis-ი, Philips-ი, Siemens-ი, Abbot-ი, Johnson & Johnson-ი, P&G, Heidelberg Cement-ი, Nestle, Roche, Danone და სხვა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა