შალვა პაპუაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრს უუმი იოშიკავას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იაპონიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ეკონომიკის, ვაჭრობის, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე და ამ კონტექსტში ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება.

ხაზი გაესვა აგრეთვე იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი აღინიშნება.

შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის იაპონიაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა