უკრაინელებმა სამხრეთით რუსების საბრძოლო მასალის საცავები, ტანკები და სარაკეტო სისტემები გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, 55 რუსი ოკუპანტი და რუსეთის არმიის საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ავიაციის გამოყენებით ოთხჯერ შეუტიეს. საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და მათი ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის უბნებს.

„საერთო ჯამში, უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 290 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს. რუსეთის არმიამ დაკარგა: 55 ადამიანი, 4 ტანკი, Тор-М2 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემა, თვითმავალი ჰაუბიცა „აკაცია“, ორი ნაღმმტყორცნი და 9 ავტომობილი“, - აცხადებენ სარდლობაში.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, განადგურდა მტრის საბრძოლო მასალის 2 საცავი სნიგირევკასა და კოსტრომკას მახლობლად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა