ბრიტანეთის დაზვერვა - ყირიმის ხიდის შესაკეთებლად რუსეთის ძალისხმევა გრძელდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან სრულად ფუნქციონირება მინიმუმ 2023 წლის სექტემბრამდე დაიწყოს

რუსეთის ძალისხმევა ყირიმის ხიდის შესაკეთებლად გრძელდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან სრულად ფუნქციონირება მინიმუმ 2023 წლის სექტემბრამდე დაიწყოს, - ამის შესახებ უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობითვე, ყირიმის ხიდზე თავდასხმამ ზიანი მიაყენა ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში რუსეთის ლოგისტიკურ მიწოდებებს, რამაც რუსეთისთვის სარკინიგზო ან საავტომობილო გზით, სამხედრო აღჭურვილობისა და ჯარების რეგიონში გადატანის შესაძლებლობა შეამცირა.

შეგახსენებთ, ყირიმის, ანუ ქერჩის ხიდი, რომელიც ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს, 8 ოქტომბერს, აფეთქების შედეგად დაზიანდა. რუსეთის ხელისუფლება აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა