უკრაინა „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საკითხის განხილვის წინადადებით გამოდის

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინამ ბავშების რუსეთში გაყვანის შესახებ ათასობით მტკიცებულება შეაგროვა და გამოდის წინადადებით, რომ ,,დიდი ოცეულის“ სამიტზე სწორედ ეს თემა განიხილონ.

“რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დანაშაულების ჩადენას უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით. ბავშვების გაყვანა ჯერ კიდევ გრძელდება“, - განაცხადა ერმაკმა.

ზელენსკის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული საინფორმაციო ბიუროს ცნობით, 10 500 ბავშვი დეპორტირებული ან იძულებით გადაადგილებულია. ერმაკმა აღნიშნა, რომ ბავშვების დაბრუნების შესახებ დისკუსიები 15-16 ნოემბერს ინდონეზიაში G20 სამიტზე უნდა დაიწყოს. სამიტს სავარაუდოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს