ალექსეი არესტოვიჩი - რუსეთის ჯარი არ ტოვებს ხერსონს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა განდევნეს - ძვირფასო ხერსონელებო, კეთილი იყოს სახლში დაბრუნება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსული ძალები უკრაინის თავდაცვის ძალებმა განდევნეს.

ის ხერსონის მოსახლეობას მიმართავს: „კეთილი იყოს სახლში დაბრუნება“.

„მოდი სწორად ვთქვათ: - რუსეთის ჯარი არ ტოვებს ხერსონს. ის ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა განდევნეს. იგი განდევნილია მძიმე ბრძოლებით, დანაკარგებით, მოწინააღმდეგის თავდაცვის მეთოდურად გაჭიანურებით, გადასასვლელებზე მუშაობით, მძიმე და სისხლიანი სამხედრო შრომით.

ძვირფასო ხერსონელებო, აი, ჩვენ ვბრუნდებით. აი თქვენ ბრუნდებით. კეთილი იყოს სახლში დაბრუნება”, - წერს არესტოვიჩი.

მისივე თქმით, ბრძოლა მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება და ამის შემდეგ სტაბილიზაციის ღონისძიებების რთული პერიოდი დადგება.

შეგახსენებთ, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონის დატოვების თაობაზე ბრძანება გასცა. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის სერგეი სუროვიკინის განცხადებით, გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების შეფასების შემდეგ იქნა მიღებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა