უკრაინაში გერმანიიდან მორიგი სამხედრო დახმარება ჩავიდა.
დახმარების პაკეტი სამხედრო ტექნიკასა და საბრძოლო მასალას მოიცავს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდი იუწყება.
უკრაინის სამხედრო დახმარების განახლებულ სიაშია - 30 ჯავშანმანქანა - Dingo, 18 - სადაზვერვო თვითმფრინავი, ხუთი ტრაქტორ-ტრანსპორტი - M1070 Oshkosh და რაკეტები - Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, რომელთა რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული. არის კიდევ ოთხი ანტიდრონის სენსორი.
გერმანიამ ახალ სიას დაამატა მეტი რაკეტა Iris-T SLM სისტემისთვის, ხუთი მობილური დაზვერვის სისტემა, 42 გამნაღმველი მანქანა, ოთხი მობილური და დაცული ნაღმების წმენდის სისტემა, ასევე კიდევ სამი დისტანციურად მართვადი სისტემა.