ამერიკელი გენერალი - უკრაინაში ომის შედეგად რუსეთის 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა - სავარაუდოდ, ამ მასშტაბის დანაკარგი აქვს უკრაინასაც

უკრაინაში ომის შედეგად რუსეთის 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამ მასშტაბის დანაკარგი აქვს უკრაინასაც.

ამერიკელმა გენერალმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას "უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომა“ უწოდა, რისთვისაც ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში გადაიხდის.

მარკ მილიმ განაცხადა, რომ შესაძლოა გაჩნდეს შესაძლებლობის ფანჯარა კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დასასრულებლად, როდესაც ზამთრის პერიოდში ფრონტის ხაზი დასტაბილურდება.

”როდესაც მოლაპარაკების შესაძლებლობა იქნება, როდესაც მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი გახდება, გამოიყენეთ ის, გამოიყენეთ მომენტი“, - აღნიშნა მილიმ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი მოლაპარაკებები არ გაიმართება, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს